ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანური ურთიერთობები – ზილფიმიანი “ევბროპელ სოციალისტებს” ტოვებს

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რომ პარტიის დატოვება არა რაიმე კონფლიქტის, არამედ რიგ საკითხებზე განსხვავებული შეხედულების გამო მოხდა:

“ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა, განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით.

ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს” – წერს ის.

იტვირთბა....