ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – რუსთაველის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ მანქანა ბავშვს დაეჯახა.
არასრულწლოვანს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. ის კლინიკაში ავტომობილის მძღოლმა თავად გადაიყვანა. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მძღოლი ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.