ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის მერია გაქურდეს – წაღებულია ტელევიზიების კუთვნილი აპარატურა

ქუთაისის მერია გაქურდეს – წაღებულია ტელევიზიების კუთვნილი აპარატურა.

ქუთაისში, მერიის შენობაში, მედია ცენტრის ოთახიდან ორი ტელევიზიის კუთვნილი ნივთები მოიპარეს.

წაღებულია “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის” კუთვნილი კამერა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

იტვირთბა....