ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვგმობთ პუტინის აგრესიას და გავაგრძელებთ რუსეთისთვის საფასურის დაკისრებას – თეთრი სახლი

თეთრი სახლი გმობს რუსეთის თავდასხმებს, რომელიც პუტინის სისასტიკეს წარმოაჩენს – ეს განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე წარმოადგინა, სადაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტზე ისაუბრა:

„გავაგრძელებთ რუსეთისთვის საფასურის დაკისრებას და ომის დანაშაულებისთვის მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვა ქალაქებზე გუშინ კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 4 ადამიანი, მათ შორის ორსული, დაიღუპა.

იტვირთბა....