აქტუალური თემა ახალი ამბები

შადრევანში კაბელი არის გადაქერცლილი – ზურაბ ამირანაშვილი

სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს დირექტორი, ზურაბ ამირანაშვილის განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანში არსებული დენის კაბელი დაზიანებული იყო.

შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 ინსპექტირების ანგარიში არსებობს, მათგან 5 სწორედ “სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ” ჩაატარა,

“როგორც იძახიან, კაბელია გადაქერცლილი თუ გადაჭრილი, არ ვიცი, მაგის ბრალია თუ სხვა რამის არ ვიცი. ჩვენ ჩვენი ეტაპის მერე საერთოდ აღარ ვყოფილვართ იქ. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, უსაფრთხო იყო თუ არა”, – თქვა მან.

აღნიშნული კომპანია 2022 წელს შავ სიაში შეიყვანეს. როგორც დირექტორი განმარტავს, ამის მიზეზი დოკუმენტზე ხელმოწერა იყო.

“ხელმოწერის გულისთვის, თანამშრომლის ხელმოწერის გულისთვის, რომელიც გარდაცვლილი იყო და დავასვი ფაქსიმილეა საბუთს”, – ამბობს ის.

ზურაბ ამირანაშვილის თქმით, საქმეზე გამოძიებამ კომპანიის თანამშრომლები დაკითხა, თუმცა თავად ამირანაშვილი არ გამოუკითხავთ. მისი თქმით, იმ შემთხევვაში თუ დაიბარებენ პოლიციის განყოფილებაში, დეტალურად მიაწვდის გამოძიებას იმ ინფორმაციას, თუ რა სამუშაოები შეასრულა ვაკის პარკში.

იტვირთბა....