აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა განცხადებას, ავრცელებს, მისი თქმით პუტინის რუსეთის მთავრობა უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა პერიოდის კრემლის რეჟიმი.
“ვფიქრობ, ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რუსული ტიპის რეჟიმთან, რომელიც რეალურად კიდევ უფრო ცენტრალიზებული, კიდევ უფრო იზოლირებული და დახურულია. მე ვფიქრობ, რომ პუტინმა გააძლიერა გადაწყვეტილების მიღების პროცესი იმდენად, რამდენადაც ჩვენ ეს საბჭოთა პერიოდშიც კი არ გვინახავს,” – თქვა აშშ-ს 44-ე პრეზიდენტმა.
ობამას თქმით, ცივი ომის რამდენიმე დაძაბულ მომენტშიც კი არსებობდა აზრი, რომ ორივე მხარეს შეეძლო ტელეფონის აღება, დიპლომატიური არხებით მუშაობა და მკაფიო სიგნალების გაგზავნა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
რუსეთის ფედერაცია დღემდე არ აღიარებს უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებას. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და კრემლი ომს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებენ. გარდა ამისა, რუსეთში დაწესებულია “სამხედრო ცენზურა”, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მიმდინარე ომის გაკრიტიკება რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის გამო მათ აჯარიმებენ ან აპატიმრებენ.