ახალი ამბები პოლიტიკა

რუსეთს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მოსწონს – კოკა მორგოშია

საქართველოს ხელისუფლების ბოლო ნაბიჯები რუსეთს მოსწონს, – ამის შესახებ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ “კონსერვატორიული მოძრაობის” ლიდერმა კოკა მორგოშიამ განაცხადა. მორგოშიას თქმით, მათ შეხვედრები რუსეთის მაღალჩინოსნებთან და მინისტრთა კაბინეტთან ჰქონდათ, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

შეთანხმების თანახმად 10 ათასობით ქართველი ახალგაზრდა განათლებას რუსეთის ფედერაცაიში მიიღებს, აღნიშნულ პროცესს კი სწორედ ‘კონსერვატორიული მოძრაობა” გაუწევს მონიტორინგს.

შევხვდით მოქმედ მინისტრებს, გოსდუმის სხვადასხვა აპარატის ხელმძღვანელობას,მათ შორის, პრეზიდენტის მრჩეველს და ვისაუბრეთ რუსულ-ქართულ უერთიერთობებზე ყველა მიმართულებით. „კონსერვატორიულ მოძრაობას“ გაუფორმებენ ხელშეკრულებას, ის იქნება როგორც დმკვირვებელი ყველა ამ პროცესში. 10 ატასობით ადამიანი ანუ ახალგაზდრა უმაღლეს განათლებას მიიღებს რუსეთის ფედერაციაშიდა ჰიბრიდული ომი არ ვიცი რა შუაშია. კონსტანტინე გასმახურდიას და ილია ჭავჭავაძეს აქვს განათლება პეტერბურგში მიღებული და არავისზე ნაკლები ქართველები არ იყვნენ. ბოლო ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მათ მოსწონთ, იქიდან გამომდინარე, რომ შეუერთდნენ ანტირუსულ სანქციებს, – ამბობს მორგოშია.

იტვირთბა....