უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთისთვის ომი ახალ ეტაპზე გადავიდა.
“რუსეთისთვის ომი გადავიდა სტრატეგიული ცუგცვანგის სტადიაში – ყოველი ნაბიჯი ამძიმებს სიტუაციას და აახლოებს მას ფინალთან. პირველ რიგში, პუტინის მობილიზაცია გადაიქცა 500 000-ზე მეტი რუსის გაქცევაში, რუსული სისტემის გახრწნის დემონსტრირებაში.
მეორე, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა არის მსოფლიოს უპრეცედენტო კონსოლიდაცია გაეროს ისტორიაში უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის დაგმობის. მესამე, პუტინის ბირთვული შანტაჟი არის NATO-ს სტრუქტურების სრული გადატვირთვა და მოდერნიზაცია, ბიუჯეტის გაზრდა, გადაიარაღება, მზადყოფნა და უნარი მკაცრი და მყისიერი რეაგირებისთვის,” – თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.