ახალი ამბები საზოგადოება

შადრევანი უცხოელმა ექსპერტებმა შეამოწმეს – “გრინსერვის+”-ის ხელმძღვანელი

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის გამოკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დასრულდა. როგორც შენობიდან გამოსვლის შემდეგ ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაკის პარკის შადრევანი არამხოლოდ ქართველებს, უცხოელ სპეციალისტსაც შემოწმებული ჰქონდა.

ფურცხვანიძის თქმით, მას გამოკითხვაზე ალბათ, ისევ დაიბარებენ.

„ჩვენ ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობაში და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაობის მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა, იმ დღესაც გითხარით, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არამარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა“, -განაცხადა ფურცხვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....