ახალი ამბები საზოგადოება

საზარელი ავარია ახალქალაქში – დაღუპულია 22 წლის ბიჭი

16 ოქტომბერს გვიან ღამით ახალქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 22 წლის ბიჭი, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მანქანა დაეჯახა.

„ჩვენთან დაახლოებით ღამის 02:00 საათი იქნებოდა, რომ შემოიყვანეს 22 წლის ბიჭი, უკვე ტერმინალური იყო უგონოდ, ფაქტობრივად გარდაცვლილი შემოიყვანეს და მალევე დაფიქსირდა გარდაცვალება. დაახლოებით 04:00 საათზე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ალექსანდ თოროსიანი.

ადგილზე საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

იტვირთბა....