ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!” – ხვალ, თბილისის მერიასთან აქცია გაიმართება

“კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა” – ამ სახელწოდებით, ხვალ, 17 ოქტომბერს 9:00 საათზე თბილისის მერიასთან აქცია გაიმართება.

მოქალაქეები 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერსა და უწყების თანამშრომლებს აკისრებენ. ისინი მოითხოვენ, კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს:

“ორშაბათს, დილის 9 საათზე, ვიკრიბებით მერიის მთავარ შესასვლელთან. ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია. მერმა და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე. გელოდებით ყველას, უთხარით თქვენი სათქმელი დამნაშავეებს” – ვკითხულობთ განცხადებაში.

იტვირთბა....