პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“დილა მშვიდობისა! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოგესალმებათ ახალი ამბების დასტით!
მოკლედ ასეთი ვითარებაა: ხერსონის მიმართულებით შეტევის ახალი ტალღის დაწყებაზე სრული საინფორმაციო დუმილის რეჟიმია ჩართული! მინიშნებებით და ქარაგმებით ბაასობს არესტოვიჩი, თორემ უკრაინელი სამხედრო ექსპერტებიც კი სრული სიჩუმის რეჟიმში არიან!
რაშკები ჯერ წიოდნენ დილიდან, დევიღუპეთ ხერსონზეო, მერე მოხვდათ თავში შეფობისგან და ჩართეს პროპაგანდისტული კლასიკა, მოვიგერიეთ კიდეც და მაგრადაც დავაზიანეთო! მოკლედ, როგორც კი რამე, ეგრევე კარგ ამბებს გახარებთ!
ზაპოროჟიესა და ლუჰანსკის-სვატოვო კრემენნას მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების ინტენსიობა დაბალი იყო! ურდო მაგრად გვიტევდა დონეცკის ბახმუტზე ვაგნერელებით და პატიმრებით, პლიუს ბევრი არტილერია აქვთ ამ მიმართულებაზე ურდოსებს, მაგრამ ჩვენებსაც მიაშველეს ცოტა არტილერია და კინწის კვრით გაყარეს უკან ორკები!
ამსიობაში, ხერსონში ურდოს 3 სამხედრო საწყობი გაანადგურეს ჩვენებმა, მელიტოპოლში სამხედრო ბაზა ცოცხალი ძალის დიდი კონცენტეაციით და რუსეთის ბელგოროდში საერთოდ ფოიერვერკი იყო ნამდვილი: ჯერ ნავთობ ბაზა აგიზგიდა, მერე როს გვარდიის ყაზარმები აალდა. ორკებო!
რით ვერ გაიგეთ: მოწევა გკლავთ! იქნება დღეს ერთი 3-4 ასეული თათარიახნად წარმოდგენილი კობზონის კონცერტზე! ბოლოს კიდევ ტაჯიკები დეერიენ ჩმობიკებს და ავტომატებით 20-მდე ჩმობიკი გოშვენ ბელგოროდიდან კობზონ ველიზე პირდაპირ! ასე იცის უნიათო და უწესრიგო ჩმობიკიზაციამ
აბა ის დღე რა დღეა, თუ 1 ალიგატორი კა-52 არ დაამიწეს ჩვენებმა ჰოდა გუშინ კაი დღე იყო!
პუილოს აღარავინ უწევს ანგარიშს. ამჯერად ტაჯიკეთის პრეზიდენტმა რახმონმა “მიაჭირა” პირადად და საჯაროდ. ჩვენ შენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აღარ ვართო.
ილონიე მასკის თავს საოცრებები ხდება: ხან ბირთვული ომის საფრთხეზე ბოჟიალობს, ხან ჩემი სტარლინკი თუ გინდათ, პენტაგონმა ფული გადამიხადოსო, დღის ბოლოს კიდევ ჯანდაბას, გავაგრძელებთ ჩემი ფულით თქვენთვის ჩემი სატელიტის მუშაობასო. გონს მოდი ჯიბუტიიი :)))))
ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, საკუთარი ჯარიც უნდა ჰყავდეს და გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსი სავალდებულო აღარ უნდა იყოსო, ჰბრძანა გერმანიის კანცლერმა შოლცმა.
ზერ გუდ ჰერ ბუნდესკანცლა! ხმელთაშუადან ჩრდილოეთ ზღვამდე, ლისაბონიდამ თბილისამდე ყველა ფაიზახი ევროპელი ხალხებიი ვააართო! კაი სიტყვა! სხვათაშორის ევროკავშირის რა გითხრათ და უკრაინის კიდევ 15 ათას ჯარისკაცს კი გაწვრთნის ევროკავშირის 8 ქვეყანა! მაგი ჯობია ახალი არმიის კეთებას!
ჩინეთი კომპარტიის ყრილობას ატარებს! პრეზიდენტმა სიმ თავისი მომავლის ხედვა დადო! მაღალი ალბათობით, მას მესამედ აირჩევენ ჩინეთის პრეზიდენტად!
არადა პუილო იყო მართლა “შოკოლადში”, სისთან ჯიმაკოჩობდა, ევროპა გაზის ნემსზე ყავდა, ბაიდენს ემამლაყინწებოდა, ჩვენ ორმა უნდა დავალაგოთ, რაც დასალაგებელიაო!
ახლა დგას და დასდევს სადარბაზოებში და მეტროებში ხალხს გამოსაჭერად, რო ფრონტზე წააასხას, ვისაც არ ეზარება ყველა მაგას აუურყუტებს შეხვედრამდე და ჩვენი ძმები უკრაინელები ამხობენ თავზე მითიურ მეორე არმიასაც და მის ბოროტების იმპერიასაც!უკრაინა იმაჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ლპება და ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი