ახალი ამბები საზოგადოება უკრაინის ომი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში 10 ოქტომბერს დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია, სამშობლოში ჩამოასვენეს.

კვარაცხელია 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის წევრი იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.

ედიშერ კვარაცხელიას ცხედარს  სამშობლოში დახვდნენ წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა, ,,ენმ”-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თანამებრძოლები და უბრალო მოქალაქეები.

ედიშერ კვარაცხელიას სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, იქიდან კი მშობლიურ წალენჯიხაში დაასაფლავებენ.

იტვირთბა....