ტრაგიკულად დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. საქართველო 13 წლის მოზარდს გლოვობს.
სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ეკლესიაში უკვე დასრულდა. ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები მთელი დღის განმავლობაში მეგობრებისგან, ახლობლებისგან და სრულიად საქართველოსგან სამძიმარს იღებდნენ.
მარიტა ტაძრიდან მზიურის კორტებზე დაასვენეს, საიდანაც ხალხმა იგი ტაშით გააცილა.