ვაკის წმინდა სამების ტაძრიდან ვაკის პარკში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ 13 წლის მარიტას ცოტა ხანში გამოასვენებენ.
სამოქალაქო პანაშვიდზე მოზარდის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები მივიდნე. გარდა ამისა, პანაშვიდზე მისული იყვნენ პოლიტიკოსები, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ისე უმრავლესობის წარმომადგენლები.
იქ იმყოფებოდა მერი კახა კალაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
13 წლის მარიტა 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს ტრაგედიამდე 1 დღით ადრე გახსნა.