ახალი ამბები საზოგადოება

“გრინსერვის+-ის” დირექტრორი გამოკითხვაზე ისევ დაიბარეს

კომპანია “გრინსერვის+-ის” დირექტრორი, ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა, მას, სავარაუდოდ, ხელმეორედ გამოკითხავენ.

გამოძიებას მასთან ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მომხდარს “წინასწარ განზრახულ ქმედებას” უკავშირებს.

ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია გრინსერვის+ აწარმოებდა. 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოზარდს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოდან გუშინ, 14 ოქტომბერს გაწერეს, მეორე მოზარდის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა და ის მართვით სუნთქვიდან მოხსნეს.

მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს ტრაგედიამდე 1 დღით ადრე გახსნა.

იტვირთბა....