ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებულ 13 წლის ლუკას მეხსიერების პრობლემები დაეწყო – ამის შესახებ მისი ოჯახის ახლობელი, კოტე ზარნაძე, საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ლუკას ტრაგედიის დეტალები არ ახსოვს.
[su_quote] სასიხარულო ინფორმაციები გვაქვს, ოჯახი არ ველოდებოდით, რომ ასე სწრაფად მოხდებოდა ბავშვის გამოჯანმრთელება იმ კუთხით, რომ უკვე კონტაქტურია, ლაპარაკობს. ახლა გზაში რომ მოვდიოდი, ტელეფონზე დამირეკა და სახლში წამიყვანეთო, არაფერი მჭირსო.
ამის მიუხედავად, აქვს ცოტა ამოვარდნები მეხსიერების, ანუ არ ახსოვს რაღაცეები. ის მომენტი, რაც იქ მოხდა, უშუალოდ ფაქტის დროს, ის საერთოდ არ ახსოვს და ძალიან კარგია, რომ არ ახსოვს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას რაც შეიძლება გვიან გაიგებს და ფსიქოლოგებთან ერთად მოხდება ამ ყველაფრის მისთვის მიწოდება, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი.
ჩვენ ვეუბნებით, რომ აქვს ფილტვების ანთება, გაციებულია. ერთხელ უკვე იყო მოხვედრილი ფილტვების ანთებით საავადმყოფოში. ამიტომ ეს მისთვის სიახლე არ არის. მაგრამ როცა გარეთ გამოვა, სოციალური სივრციდან ამის იზოლირება გაჭირდება.
ცოტა არაპროგნოზირებადია მისი მდგომარეობა. როცა დაიძინებს და გაიღვიძებს, კითხულობს, სად ვარ. რაღაცეები ახსოვს, მაგალითად ჩემი შვილის სახელები, მეოთხე გამიჩნდა ამას წინათ და მეუბნება, როდის მანახებო. მაგრამ უცბად პატარ-პატარა ამოვარდნები აქვს. ასე რომ, რეაბილიტაცია დაჭირდება, ეს ნორმალურია[/su_quote] – განაცხადა კოტე ზარნაძემ.