ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა – ზურაბიშვილის სამძიმარი თურქეთის მთავრობას

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის მთავრობას, ბართინის მაღაროში აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

“ტრაგიკული ამბავია თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 28 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად. ნანგრევების ქვეშ რჩება ათობით მაღაროელი და მათ გადასარჩენად 150-მდე მაშველი სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ამ წუთებშიც ახორციელებს.

58 გადარჩენილიდან კი 11 მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. შემთხვევა ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში მოხდა. აფეთქების დროს, ადგილზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. უცნობია თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი.

იტვირთბა....