ვაკის პარკში ტრაგიკულად გარდაცვლილ მარიტა მეფარიშვილს დღეს დაკრძალავენ. 13 წლის გოგონას 15:00-ზე ვაკის სამების ტაძრიდან გაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამი მოზარდიდან ერთ-ერთი მარიტა მეფარიშვილი იყო.