გუშინ, აჭარაში ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
გარდაცვილი 34 წლის აკაკი ბოლქვაძეა.
ბოლქვაძის ოჯახი ექიმის მხრიდან გულგრილობასა და სასწრაფოს დაგვიანებაზე საუბრობს.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელის ერთ-ერთ პოსტზე რომელიც აკაკიზე იყო, დააკომენტარა აკაკის მეუღლემ.
“ის თქვით რო განწირული ხმით ვყვიროდი დამეხმარეთ კვდებათქო, ცოცხალი იყო როცა მივედი სული ვუბერე. სადიყო სამაშველო 1 საათი გელოდეთ. ჩამიაროს სიმწარემ და ჩემი შვილების დაობლებისთვის პასუხს გაგებინებთ” – წერს კომენტარებში დენის დარტყმით დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის მეუღლე.