მოდელი და უფლებადამცველი, ნათია ჩიქოვანი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
“ჯერ ბიჭი გადამხტარა ბურთის ამოსაღებად და შემდეგ მარიტა და მეორე ბიჭი ჩამხტარან, იმ ბიჭის დასახმარებლად“, – წერს ნათია ჩიქოვანი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი მოზარდი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.