კლინიკა “ნიუჰოსპიტალის” ექიმი, სადაც ერთ-ერთი დაშავებული მოზარდია გადაყვანილი, ჟურნალისტებთან დამატებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზეა, თუმცა სასიცოცხლო მაჩენებელი ნორმაშია და მას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ასეთ დროს არსებობს გართულებების წარმოქმნის რისკი, თუმცა მედიკოსები ამისთვისაც მზად არიან:
“პაციენტი დაახლოებით 1 საათის წინ შემოიყვანეს ნიუ ჰოსოპიტალის ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ. ამ ეტაპზე [სიცოცხლეს] საფრთხე არ ემუქრება”, – თქვა ექიმმა.
შეგახსენებთ, დღეს ვაკის პარკის შადრევანში მოზარდებს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.