ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის?! – ამილახვარი

[su_quote]  ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს  იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?! [/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში მომხდარტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგო გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

იტვირთბა....