ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ენმ-ს ლოდერი ნიკა მელია ეხმაურება. მისი თქმით, უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი კორუფციაა:
“რა თქმა უნდა, შემზარავია, ადამიანურად გამანადგურებელია ყველასთვის და მე, როგორც მშობელს წარმოდგენაც კი მზარავს. ჯვარი გვწერია ყველას, წარმოვიდგინოთ, მსგავსი რამ ჩვენ რომ დაგვმართოდა, მაგრამ იქ, სადაც არ ელოდებოდნენ, იმ მშობლებს დაემართათ.
მესმის, მძიმე წუთებია, მაგრამ უნდა ვთქვა – ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ვისწავლოთ და ავიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონკრეტულმა პირებმა. ის ეჭვები, რომლებზეც ვსაუბრობთ ჩვენ, თქვენ და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ კორუფციაში იხრჩობა “რუსული ოცნება”, კალაძის მერია და ა.შ, ამ ყველაფერს ხომ კონკრეტული შედეგები აქვს. ეს სამწუხარო და უმძიმესი შედეგი მივიღეთ, სადაც წესით და რიგით სიამოვნებას უნდა ვიღებდეთ სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილი ახალი შადრევანით, მაგრამ იქიდან ჩავარდილი ბურთის ამოსაღებად ჩასული ბავშვები ვეღარ ამოვიდნენ ცოცხლები.
ეს უბრალოდ პროექტის განმახორციელებელი კონკრეტული არქიტექტორის ან შემსურებელი სამეურნეო სპეციალისტების დანაშაულია?! – არა, ასე ვეღარ უნდა გავიდნენ ფონს, რადგან წინ კიდევ დაგვხვდება ასეთი უბედურებები.
ხარჯავდე 6.5 მილიონ ლარს, შემდეგ ამ ყველაფრით თავს იწონებდე, ასაღებდე ულტრათანამედროვე პროექტად და ამ დროს იქ ბავშვები იხოცებოდნენ, ასე არ ხდება ოცდამეერთე საუკუნეში. ამ ყველაფერს თავისი გამომწვევი სიღრმისეული მიზეზები აქვს და ერთ-ერთი მიზეზი არის კორუფცია.
იქ სადაც ფულის მოპარვა და ჭამაა – იქ არის სიკვდილი, სამწუხაროდ.
მაპატიეთ, არ მინდა ვიყო მკვეთრი, მაგრამ არ მინდა, სიმართლე დავმალო და მხოლოდ სამძიმრის სიტყვებით შემოვიფარგლო, რადგან როგორც მშობლისთვის, ნამდვილად შემზარავია.
ვინც არ უნდა იყოს ქალაქის მერი, თუნდაც მე ან თქვენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა დაიწყოს! ეს ყველაფერი ახლა მაინც უნდა დაიწყოს!
არ ჰყოფნის ამ ყველაფერს მხოლოდ სამძიმრის სიტყვები იმ ადამიანისგან, რომელიც დედაქალაქში არის კორუფციის შემოქმედი.
ძალიან ვწუხვარ… მერჩივნა ყველა ტიპის ინფორმაცია გემეგო ახლა თბილისიდან წალენჯიხაში, ვიდრე ის, რაც შევიტყვე. ვიზიარებ და ღმერთმა გვაშოროს მსგავსი უბედურებისგან. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც ახლა ამ ოჯახებში დატრიალდა…” – აცხადებს მელია.