,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაში ბრალს ხელისუფლებას და კერძოდ კი დედაქალაქის მერს დებს.
მისი თქმით, ახლა გაჩუმება უკვე დანაშაულია.
“ახლა გაჩუმება უკვე დანაშაულია. რადგან ათობით მილიონ ლარს ხარჯავენ კორუფციულად, მხოლოდ ფულისთვის, მომხვეჭელობისთვის, იმიტომ რომ ფული იშოვონ, არად დაუდევთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა.უკაცრავად, 2 შვილი მყავს, ჩემი შვილებიც დადიან სკვერში, ჩემი შვილებიც თამაშობენ და დღეს უკვე უსაფრთხო აღარ არის აბსოლუტურად არაფერი.მერმა გახსნა სკვერი და დღეს ამბობს, იცით, რა, კომპანია! კომპანია კი არა, ესენი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, მკვლელები და ქურდები.სანამ ამ ნაძირლებს არ დავარქმევთ საკუთარ სახელს, არაფერი გვეშველება! – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

