ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოხდება უმკაცრესი რეაგირება“ – ღარიბაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ამბობს, რომ მომდარზე უმკაცრესი რეაგირება მოხდება.

“ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება”, – წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგო გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

იტვირთბა....