ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყველა დაისჯება შესაბამისად – კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

დედაქალაქის მერის კახი კალაძის თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, შესაბამისად დაისჯება:

“გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში.

ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია ეს პროექტი. დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისული.

რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი” – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....