ექიმის განცხადებით, 13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, რეანიმაციული ღონისძიებები კი უშედეგო აღმოჩნდა, რის შემდეგაც დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. რაც შეეხება მოზარდ ბიჭს, ექიმის თქმით, ის ახლა მართვით სუნთქვაზეა:
“მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში, რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი” – განაცხადა ექიმმა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
შეგახსენებთ, სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა.