“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერი კონსტანტინე მორგოშია, რომელიც რამდენიმე დღის წინ თანაპარტიელებან ერთად მოსკოვში გაემგზავრა, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელბს და წერს, რომ მისი პარტიის რუსეთში ყოფნის მიზანი ქართულ-რუსული ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პერსპექტივების ნორმალიზება:
“პარტიის ხელმძღვანელების რუსერთში ვიზიტის მიზანია ქართულ-რუსული ურთიერთობების, უსაფრთხოების და იმ შესაძლო ეკონომიკური პერსპექტივების ნორმალიზება, რომლებიც საქართველოსთვის ევრაზიულ სივრცეში იხსნება.
პარტია “კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფო” – მ ევრაზიული კვლევების ინსტიტუტში წარმოადგინა პარტიის ხედვა ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარების თაობაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ რუსეთის ევრაზიული კავშირის მინისტრი სერგეი გლაზევი, სახელმწიფო დუმის კავკასიის მიმართულების ჯგუფის წარმომადგენლები, როსთანამშრომლობის ჰუმანიტარული პროექტების ჯგუფის წარმომადგენლები, საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.
შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმება, პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” და ევრაზიული სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის შესახებ. მზადდება შეთანხმება ევრაზიული კავშირის ცალკეულ სტრუქტურებსა და პარტიას შორის ოფიციალური თანამშრომლობის გაფორმების თაობაზე” – წერს მორგოშია.