ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიჭს მე გავუკეთე გულის მასაჟი, გოგონას მდგომარეობა არ ვიცი” – თვითმხილველი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარს შეესწრო

ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ბავშვები შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ექიმების მისვლამდე ბავშვის გადარჩენას მისი თანაკლასელები ცდილობდნენ.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ბავშვებს დაეხმარა, ამბობს, რომ ბიჭს გულის მასაჟი თავად გაუკეთა.

„მე აქ ფეხით მოვდიოდი და ბიჭი და გოგონა იყვნენ უკვე წყლიდან ამოყვანილები. ბიჭს მე გავუკეთე გულის მასაჟი და გამოვიდა მდგომაროებიდან, შემდეგ უკვე სასწრაფო მოვიდა. გოგონას სიტუაცია არ ვიცი“,- ამბობს თვითმხილველი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

იტვირთბა....