ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მათ გადარჩენას თანაკლასელები ცდილობდნენ” – როგორ არიან მოზარდები, რომლებსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა?

ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც თბილისში, ვაკის პარკში მდებარე შადრევანში ჩასვლისას დენმა დაარტყა, მძიმეა.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ავშვები შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ექიმების მისვლამდე ბავშვის გადარჩენას მისი თანაკლასელები ცდილობდნენ.

სამივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვები შოკის დარბაზში არიან. მათი ჯანმრთერლობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....