ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არის მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ფორმულას“ ეთერში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

პოდოლიაკის განცხადებით,  არსებობს მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს.

“რა თქმა უნდა, არის გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობს რუსეთთან. ის დაინტერესებულია ბიზნესკომუნიკაციასთან ნედლეულის სფეროშიც, გაზის სფეროშიც. რა თქმა უნდა, ის შედის იმ ადამიანების სიაში, ვის მიმართაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორები სანქციებს გამოვაცხადებთ. მიგვაჩნია, რომ ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც აქტიურად მუშაობს რუსეთთან ნედლეულის მიმართულებით, აუცილებლად სანქციების სიაში უნდა იყოს. ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან ნათელია ის, რაც ბატონ ივანიშვილს ეხება, მაგრამ ეს საქართველოს სახელმწიფოს არჩევანია.უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი აუცილებლად წააგებს და ჩვენ საქართველო მართლა ძალიან გვიყვარს. ჩვენ გვესმის, რაც გაიარა საქართველომ. ქართველებსაც უყვართ დემოკრატია, თავისუფლება და კონკურენცია. ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, თავის ხალხს უნდა უყურებდეს, მერე კი ევროპას და მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილს. რუსეთი ამ სიტუაციაში არ არის პარტნიორი. რუსეთმა დღევანდელი მდგომარეობით არსებობა უნდა შეწყვიტოს. მან უნდა გაიაროს რევოლუციური ტრანსფორმაცია. საქართველოს კი თუ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია სურს, უკეთესი იქნება, უკრაინასთან ერთად იაროს და ამისთვის საჭიროა ყველა საშუალება დახუროს რუსეთისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

იტვირთბა....