ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას პროვოცირება უწოდა. მისი თქმით, ქართული მხარე ამ პროვოკაციას არ უნდა აყვეს და მშვიდად შეხვდეს:
“ერთხელ და სამუდამოდ გავცემ ამას პასუხს, არც ერთ პროვოკაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ყველაფერი, რასაც ამ ადამიანთა ნაწილი აკეთებს, არის პროვოცირება და ჩვენ მას უნდა შევხვდეთ ძალიან მშვიდად”, – თქვა კახაძემ.
შეგახსენებთ, პოდოლიაკმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს და ის იმ ხალხის სიაშია, ვის დასანქცირებასაც უკრაინა მოითხოვს.