ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის” – ელისაშვილი

[su_quote] მეზობელი რუსეთი, ოკუპანტი გვაბრალებს, რომ ჩვენ და ბულგარეთი ჩართული ვიყავით ტონობით ასაფეთქებლის გადატანაში. სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი, დიდი ალბათობით, უკრაინელებმა აუფეთქეს. ახლა რუსეთი ხომ არ იტყვის კონტრდაზვერვა მოშლილი მაქვსო, ამიტომ ვიღაცებისკენ, მათ შორის ჩვენკენ იშვერს ხელს და ამ ხელის გამოშვერას, რა მოჰყვება, ღმერთმა იცის. თქვენ გვაძლევთ გარანტიას, რომ რუსეთი რაღაცას არ მოიმოქმედებს? ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს ჩვენ გარშემო ყველაფერი. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ორი წლის განმავლობაში ორჯერ იომა. თურქეთი ომშია ჩართული, რუსეთიც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენთან ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის – კარგია, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ რომელიმეს ჩვენთან მიმართებით ხელი არ წაუცდება? ეს არაადეკვატურობა მაგიჟებს. ახლა პირიქით უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ, მაგალითად, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე ჯანდაცვის სფეროში ცოტა ქამრები შემოვუჭიროთ. კადიროვს რომ თავში რამემ დაარტყას, თქვენ გააჩერებთ?. [/su_quote]
აღნიშნულის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
იტვირთბა....