რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვენედიქტოვის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.
მისი თქმით, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება და ალიანსის წევრები ამას კარგად აცნობიერებენ:
“უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, რაც ალიანსში ესმით. კიევს შესანიშნავად ესმის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, გათვლაც ამაზეა – შეიქმნას საინფორმაციო ხმაური და მოხდეს კვლავ ყურადღების მიქცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის მრავალი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ ვინმე იქ მართლაც იმედოვნებს მათი ქვეყნის ნატო-ში მიღებას.
დასავლური ქვეყნების რეალური ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი კონფლიქტის უშუალო მხარეს წარმოადგენენ. ნატო-ში უკრაინის მიღება ამ მონაწილეობას ავტომატურად გადაიყვანს ახალ ხარისხში, რადგან ამოქმედდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი. ასეთ ქმედებებს ექნება სერიოზული შედეგები მთელი კაცობრიობისთვის. ამ ნაბიჯის თვითმკვლელობითობა ესმით თავად ნატოელებს. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება: უკრაინის ნატო-ში ან აშშ-ის ეგიდით შექმნილი რამე სხვა ალიანსებში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია”, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.