უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ოკუპანტებმა 422 ბავშვი იმსხვერპლეს. დაშავებულია 1 230-ზე მეტი არასრულწლოვანი – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 407, ხარკოვის ოლქში – 254, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 64, ნიკოლაევის ოლქში – 76, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში -68 ლასტროვის ოლქში – 64.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.