საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორაზე – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები პირთათვის, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ, ევროპის ქვეყნებში შესვლა იკრძალება. აიკრძალა მათზე ვიზების გაცემაც. ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენეტიტეტის მხარდაჭერას ემსახურება და ის მას შემდეგ მიიღეს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტები დაურიგეს.
ეს რეგულაციები უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობაზეც ვრცელდება.
იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს
აფხაზეთსაა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლოებისთვის ევროპის კარი იხურება. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები რუსული პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. რუსული პასპორტების მფლობელები ვეღარც ვიზებს მიიღებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენეტიტეტის მხარდასაწერად მიიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტები დაურიგა.
ანალოგიური რეგულაციები იმოქმედებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვისაც.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისატრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევი ამბობს, რომ ცხინვალის მოსახლეობის 30% ევროპაშ გასვლას არც საჭიროებს. მისივე თქმით, დისკომფორტი მხოლოდ იმ ახალგაზრდებს შეექმნებათ, რომლებიც ევროპაში სწავლობენ.
რიგით ადმაინებს არანაირი დისკომფორტი მანდ არ ექნებათ. ისინი არც ცდილობენ საზღვარგარეთ წასვლას. მაგათ შვილებს, რომლებიც ცდილობენ ევროპაში ისწავლონ და რუსული პასპორტი აქვთ, რა თქმა უდნა, დიდი დისკომფორტია და რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემები გაუჩნდებათ იმათ, იმ ახალგაზრდებს, რმლებიც დღეს სადღაც კონტრაქტით არიან გაფორმებული, სადღაც სწავლობენ ევროპულ უნივერსიტეტებში. მე ვიცი ასეთი მომენტები… მაგრამ ჩვეულებრივი რიგითი მოსალხოებისთვის, საერთოდ ძირითადი 30% არც მიდიან, არც გადიან ცხინვალიდან., ამათვის დისკომფროტი არ არის. პირიქით, ამ პასპორტით შეიუძლია სოციალური პაკეტი აიღოს რუსეთში, – ამბობს სანაკოევი.
დაურიგებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზეე მცხოვრელებლებს ქართულ პასპორტებს, უცნობია. “პირველებმა” აღნიშნული კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებას კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვს.
ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ევროსაბწოს ამ გაადწყვეტილებით ახლა საქართველომ უნდა ისარგებლოს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები საქართველოს ლეგიტიმურ შემადგენლობაში დააბრუნოს.

