ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„უბათქუნებენ და უბათქუნებენ ჩვენი ოქრო პარტიზანები! პუტინის დამპალი იმპერია მალე ნანგრევებად იქცევა!“ – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბოლო ცნობებს აქვეყნებს და წერს:

„მოვიდა #BუკაDეილიNიუსი ცხელ-ცხელ ჰამბებით!

ჯერ დავიწყოთ წარმატებებით ხერსონის მიმართულებიდან! ჩვენებმა გუშინ გაათავისუფლეს ბერისლავის რაიონში 5 დასახლებული პუნქტი – ნოვოვასილიევკა, ნოვოგრიგორიევკა, ნოვა კამენკა, ტრიფონოვკა და კრასნოე! მიიწევენ წინ ჩვენები. ჯერ ბერისლავია, მერე ნოვაკახოვკა და ბოლოს შეხვდებიან ჩვენები ერთმანეთს ხერსონში! 20 კმ ქ.ხერსონამდე!

სვატოვო-კრემენას მიმართულებით ჩვენების დიდი ძალების კონცენტრაცია. პოზიციური და დაზვერვითი ბრძოლები მიდის, მაგრამ იბუთქბეს მალე და იხუვლებს ხარკოვი და ხერსონივით ლუჰანკსიც!
ზაპოროჟიეს მელიტოპოლში ოკუპანტებს დიდი ხანია არც მშვიდი ძილი უწერიათ და არც დილას ყავის დალევა! უბათქუნებენ და უბათქუნებენ ჩვენი ოქრო პარტიზანები! მიდის და მიდის ურდო შტაპელების იოსიას კონცერტზე! გენ.შტაბის ოფიციალური ინფორმაციით გუშინ კიდევ 270 “იღბლიანი ბილეთი” გათამაშდა კობზონ ველზე ორკების გასამგზავრებლად!

უკრაინელებს სიცივით და შიმშილით ვერავინ შეაშინებს, მაგრამ იყოს პარიტეტი – აგერ გუშინ ბელგოროდის შებაკოვოში თბოელექტროსადგური აგიზგიზდა და დარჩა 2500 კომლი უშუქოდ! ეს იყო გაფრთხილება! თუ არ მოისვენებენ, გაუმარსი და მისი ჯანი!

ურდო უტევს ჩვენებს ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებაზე. რუსები სულ ავრცელებენ დეზინფომაციებს, რომ აი ის სოფელი ავიღეთ, ეს დასახლებული პუნქტი დავიპყარით, დღის ბოლოს კი აღმოჩნდება “ბიშტი”! ვერაფერსაც ვერ აიღებენ!

ჰალელუია! როგორც იქნა, გერმანული სუპერთანამედროვე IRIS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ჩავიდა უკრაინაში დადასტურებულად! კიდევ 3 ბატარეას არიან შეპირებული გერმანელები! ე ბუჯო, შნელ ბიტე, შნელ! ციგელ ციგელ, აილიულიუ.

წყნარად მშვიდად კიდევ 4 ერთეული გაუმარს ჰაიმარსები ჩაეწოდა ჩვენებს ამერიკელი ძმებისგან! ჰადაჰა ნასამს-ების ამბავიც უნდა დაიძრას! საერთოდ არცერთი სიშორის და ტიპის რაკეტების გადაცემაზე აღარ ითრევს ფეხს აშშ!
საინტერესოა, დღეს ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრები რას იტყვიან და მერე “რამშტაინ-6”-ზე უკვე 50 ქვეყნის თავდაცვის ხელმძღვანელები!

იარაღი, იარაღი, იარაღი ჩქარა!!!!

სულ თათარიახნად პოლონელები იუწყებიან, რომ ნავთობსადენ “დრუჟბას” ერთ-ერთ შტოზე გაჟონვა დაფიქსირდა! ვნახოთ, გაირკვევა, თავისით გაჟონა თუ გააჟონინეს! არაბებთან უშნოდ “კენტაობს” პუტლერი. შეიხ ნაჰაიანი მიიღო გუშინ პუილომ, ეს ნავთობის მოპოვების შემცირება დარტყმაა პირველ რიგში აშშ-ს ეკონომიკაზე. საუდის არაბეთისთვის 1 წლით იარაღის მიყიდვაზე აკრძალვის კანონპროექტი შეიტანეს აშშ-ს კონგრესში! არაა მაი კაი საქმე! დასაგებელია სპარსეთის ყურესთან ურთიერთობები!

ზელენსკიმ დიდ შვიდეულს შეთავაზა ნავთობზეც და გაზზეც ფასების ზედა ზღვრის დაწესება, ბელარუსთან საზღვარზე საერთაშორისო მისიის ჩაყენება და გამორიცხა პუტლერ/პუილოსთან რაიმე მოლპარაკება!
დღეს ერდოღანი ხვდება პუილოს ყაზახეთში. კი გამოდის თურქეთის პრეზიდენტი ინიციატივით, მაგრამ უკრაინელების განწყობა ხო ვიცით და ვიცით და აგერ ურდოსტანის საგარეოს ალკაZახაროვამ, ჩვენ თურქებისგან არაფერი მიგვიღიაო!

პრეზიდენტი ბაიდენი სიენენთან ინტერვიუში ჰამბობს, რომ დიიიიდი “იაღლიში” მოუვიდა პუილოს, ვერ გათვალა მაგ (მითამ – #ბდნ) რაციანალნიმო. ეგონა, “ხლებსოლით” დახვდებოდნენ მის ჯარებს, უკრებმა კიდევ ჯაველინები ატაკეს კბილებშიო.

იან ბრემერი კი სერიოზული კაცია და რთულია არ დაუჯერო, მარა ილონა მასკოვა თუ მართლა გეეჭორავა პუტლერს იმ ტვიტერ-წამობოჟიალამდე, ვაი მაგას! არაო იფიცება, რახანია არ მილაპარაკია, ისიც ბოლოს კოსმოსზე ველაპარაკეო!

ჰოდა, ჰეი, (პუ)ილონ! გეეშვი ამ საქმეს, კოსმოსს მიაწექი, იმიტომ, რომ:

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის დამპალი იმპერია ლპება და მალე ნანგრევებად იქცევა!

დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“- წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....