დონეცკის ოლქში რუსმა სამხედროებმა მეთაურებისგან შეტევის დროებით შეჩერების ბრძანება მიიღეს – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას. მიზეზად მობილიზებულთა უკიდურესად დაბალი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დეზერტირობის ფაქტების სიმრავლე დასახელდა:
“საომარი მოქმედებების გარკვეულ მიმართულებებზე, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში, მტრის ნაწილებმა დაიწყეს უმაღლესი ხელმძღვანელობისგან ბრძანებების მიღება შეტევითი ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ”, – აცხადებენ უწყებაში.