ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყირიმის ხიდთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან ბევრი სპეკულაციაა – დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდთან დაკავშირებით “ბევრი სპეკულაციაა“, თუმცა, მისივე თქმით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არავის აქვს

ელჩის თქმით, აშშ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან ათწლეულებია მუშაობს, რათა დაიცვან საკუთარი საზღვრები და შეაჩერონ აგრესია.

“ამ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გარეშეც ბევრი სპეკულაციაა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არავის აქვს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან უკვე ათწლეულებია და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, აღჭურვილობით, სწავლებებით და ტრენინგით, რომ დაიცვან საკუთარი საზღვრები, შეაჩერონ აგრესია და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ”, – აღნიშნა დეგნანმა.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი – უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.

იტვირთბა....