ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტების მორიგი სარაკეტო შეტევა – ავდიივკას ცენტრალური ბაზრის დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, ოკუპანტებმა ავდიივკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ ავდიივკაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა მიზანმიმართულად დაბომბეს ქალაქის ბაზარი, სადაც დღისით უამრავი ხალხია.

„ასეთ დაბომბვას არ აქვს სამხედრო ლოგიკა – მხოლოდ შეუჩერებელი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ჩვენი ხალხის მოკვლის და დაშინების“, – განაცხადა კირილენკომ.

იტვირთბა....