მინუს 64 მილიონი დოლარი 18 წუთში: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს დამპყრობლების ოთხი ვერტმფრენი – გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა საზენიტო სისტემამ ოკუპანტების 4 ვერტმფრენი სწორედ ამ დროში გაანადგურა. სავარაუდოდ საუბარია Ka-52-ებზე.
“12 ოქტომბერს დილის 8:40 საათიდან დილის 08:58 საათამდე, უკრაინის სამხრეთით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52).
წინასწარი მონაცემებით, ერთი ვერტმფრენი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი – საკონტაქტო ხაზს იქით.” აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

