უკრაინის ქალაქ ვინიცაში უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ერთ-ერთი ეპარქიის მიტროპოლიტი, რომელიც ოკუანტების აგრესიას ამართლებდა და მრევლში რუსულ პროპაგანდას ეწეოდა.
სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს კომპიუტერული და მობილური ტექნიკა, საიდანაც სოციალურ ქსელებში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს ამართლებდა. ნაპოვნია ასევე პრორუსული შინაარსის ბროშურები. დამტკიცდა, რომ უკრაინელი მღვდელი რელიგიური შუღლის გაღვივებას ცდილობდა.