ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძარცვა და ორგანიზებული დანაშაული – ვინ არიან ქართველები, რომლებსაც პოლონეთში ასამართლებენ

ძარცვა და ორგანიზებული დანაშაული, პოლონეთში საქართველოს სამ მოქალაქეს ასამართლებენ.

ბრალდებული ქართველები ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ფულით სავსე სეიფის გატაცებას უჩვეულო მეთოდით ცდილობდნენ.

მედიის ცნობით, მათ ძარცვასა და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. სამივე დაკავებულს ადგილობრივმა პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.

სამივე დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდანაა.

ახლობლების ინფორმაციით, ნოშრევან კუტალია, მალხაზ ბაგათელია და ლევან ოთხოზორია პოლონეთში სამუშაოდ არიან წასული.

 

იტვირთბა....