ირანში საპროტესტო აქციებსა და მასობრივ დაუმორჩილებლობას უკვე 201 ადამიანი ემსხვერპლა. ამის მიუხედავად, წინააღმდეგობრივი მოძრაობა გრძელდება. მომიტინგეები 18 პროვინციაში დახოცეს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი აცხადებს, ქურთისტანში მიმდინარეობს რეპრესიები და ქალაქს ინტერნეტი არ მიეწოდება:
“ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფი აფრთხილებს მომიტინგეების და მაცხოვრებლების მოახლოებული სისხლიანი დარბევის შესახებ ქურთისტანში, კერძოდ სანანდაჯში და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის სასწრაფო მოქმედებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მასობრივი პროტესტი 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა, რომელიც პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავა და სასტიკად სცემა, ამის შემდეგ კი გოგონა მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.