ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქმე გვაქვს ტერორისტულ აქტთან, ტერაქტს კი მას უწყობენ, ვინც სიმართლის მხარესაა – ვაშაძე ხარჩილავას მანქანის დაწვაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანის დაწვა ტერორისტული აქტია. მისი თქმით, თუ საქმეს არ გამოიძიებენ და დამნაშავეს არ დააკავებენ, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ამ ტერაქტის უკან ხელისუფლება დგას:

“ჩვენი შეფასებით, საქმე გვაქვს სავარაუდო ტერაქტთან, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ კონტროლს მიღმა არსებული ერთადერთი მერის მიმართ – თუ დამნაშავეს დღესვე არ დააკავებენ, ეს ნიშნავს, რომ ამის უკან პრორუსული „ქართული ოცნება“ დგას.

გია ხარჩილავა არის მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო ქართველ ხალხს და ამ ადამიანს მოუწყვეს ტერორისტული აქტი. თუ მყისიერად, დღესვე არ იქნება დაკავებული დამნაშავე, ეს ნიშნავს, რომ ამ ტერორისტული აქტის უკან, პირდაპირ და ღიად ვამბობ, დგას პრორუსული „ქართული ოცნება“. მე ყველანაირად მხარს დავუჭერ გია ხარჩილავას. ის ვაჟკაცი, გამბედავი ადამიანია, არასდროს უკან არ დაიხევს და წალენჯიხელებთან ერთად ბოლომდე დაიცავს თავის სიმართლეს და გააგრძელებს მხილების პროცესს. მე ვიყავი წალენჯიხაში და ძალიან კარგად ვხედავ განსხვავებას მერის მუშაობის მოსახლეობასთან წალენჯიხაში და ნებისმიერ სხვა რაიონში, ამას ის არ გადაუხვევს“, – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....