“კადრების დეფიციტი შეიძლება არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს დეფიციტი უნდა შეავსოს ბიზნესმა,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესმა უნდა გადაამზადოს კადრები, საჭიროების შემთხვევაში უცხოეთში, რადგან, ღირსეულ ანაზღაურებასთან ერთად, სწორედ ესაა კადრების შენარჩუნების გზა.
„ბიზნესმა უნდა მოამზადოს კადრები. არსებობს უამრავი მიმართულება – შეიძლება მოამზადო კადრები ევროპაში, სპეციალურად შენთვის, შეიძლება მოამზადო აქ, შეიძლება ჩამოიყვანო ტრენერი, მაგრამ ჩემი აზრით, კადრების შენარჩუნების და გაზრდის ერთადერთი გზა არსებობს – ღირსეული ანაზღაურება. თუ ადამიანს ღირსეული ანაზღაურება აქვს, სწავლის დიდი მოტივაცია აქვს და სწავლასთან ერთად, კარიერული განვითარებაც ექნება, მაშინ საერთოდ სხვა სფეროში აღმოჩნდება,“ – განაცხადა BM.GE-ის ცნობით თემურ ჭყონიამ.

