წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანი წითლიძე ოცნების კორუციულ გარიგებებს უკავშირებს, რომლის დამადასტურებელი მასალებიც ოპოზიციონერ მერს ჰქონდა შეგროვებული და მისი პროკურატურისთვის გადაცემას აპირებდა. წითლიძის თქმით, დივერსიული აქტი ხარჩილავას დაშინებას ემსახურობდა:
“საინტერესოა და ყველაზე საეჭვო არის ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილის დაწვა დაემთხვა იმ ფაქტს, რომ უკვე დაგეგმილი ჰქონდა მერს ბრიფინგები, კონკრეტული ფაქტებით მზად ჰქონდა მასალები პროკურატურაში გადასაცემად, რომელიც უკავშირდებოდა “ქართული ოცნების” კორუფციულ გარიგებებს წალენჯიხაში და გაფლანგულ მილიონობით ლარებს. ეს გარემოება უკვე საეჭვოს ხდის და ვაკავშირებთ პირდაპირ იმასთან, რომ ეს არის მცდელობა გია ხარჩილავას დაშინების”,- განაცხადა წითლიძემ.