გერმანული IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩავიდა – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.
“უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ერა დაიწყო. IRIS-T გერმანიიდან უკვე აქ არის. აშშ-ის NASAMS გზაშია. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გვჭირდება მეტი. უდავოა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური ვალდებულება, დავიცვათ უკრაინის ცა, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი“, – განაცხადა მან.