ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მტერმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა წამოიწყო –  ზელენსკი

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების მეორე ტალღა წამოიწყო. – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“მტერმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა წამოიწყო. დღეს დილის მდგომარეობით გაისროლეს 28 რაკეტა, საიდანაც 20 ჩამოვაგდეთ. 15-ზე მეტი დრონი, თითქმის ყველა მათგანი ირანული თავდასხმის დრონია. უმეტესობა ჩამოგდებულია.

აღდგენითი სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი დარტყმები, უკვე აღადგენდნენ ელექტრომომარაგებას, წყალმომარაგებას და კომუნიკაციებს, რომელიც ტერორისტებმა გუშინ დააზიანეს.

სადაც ნგრევა იყო, ინფრასტრუქტურა ყველგან განახლდება. სადაც დანაკარგები იყო, იქ იქნება მშენებლობა. სადაც მტრის იმედები იყო, იქ იქნება რუსული სახელმწიფოებრიობის ნანგრევები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....